სამართალი
ოპოზიციური პარტიებმა მთავრობას „შემოულაწუნეს“: „ეკონომიკური გუნდი უნდა გადადგეს“

svobod-samart-1საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: ლარის გაუფასურებით შექმნილია უმწვავესი ეკნომიკური კრიზისი. ამჟამად მთავრობა სავალუტო ფონდის მისიისგან დამატებით სესხის აღებას აპირებს.
ხელისუფლების უგუნურ ნაბიჯებს საქართველო მიჰყავს რამდენიმე წლის წინ საბერძნეთში შექმნილ ვითარებამდე, როდესაც საბერძნეთის ხელისუფლებამ კრიზისის დასაძლევად დაიწყო მსხვილი სესხების აღება საერთაშორისო ფონდებიდან, რამაც საბოლოოდ გაანადგურა ბერძნული ეკონომიკა.
„თავისუფალმა საქართველომ“, ქდმ-მ და „რეფორმატორებმა 26 თებერვალს ფინანსთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია „შემოულაწუნე“ გამართეს“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.

ოპოზიციის მოთხოვნებია: გადადგეს მთავობის ეკონომიკური გუნდი, ხელისუფლებამ კი დაიწყოს კონსულტაციები ოპოზიციასთან ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საკითხებზე.