საზოგადოება
H1N1-ის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

grippსაქართველოში ამ სეზონზე H1N1 ვირუსის უკვე მეორე შემთხვევა გამოვლინდა. ის ახალგაზრდა ქალს აღმოაჩნდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ქალბატონი ამჟამად სახლის პირობებში მკურნალობს. შემთხვევა ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ სეზონის მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია შემთხვევების მატებაც, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, რადგან ქვეყანაში აუცილებელი პრეპარატების საკმარისი მარაგია.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის პირველი შემთხვევა რამდენიმე დღის წინათ დაფიქსირდა და ის 27 წლის ქალბატონს აღმოაჩნდა.