საზოგადოება
გენერალურ შტაბში ახალი ხელმძღვანელები წარადგინეს
genStab-sazog-3საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის  პოზიციაზე  პოლკოვნიკმა მამუკა ცხვედიანმა პოლკოვნიკი გიორგი კერესელიძე შეცვალა. J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის  უფროსის თანამდებობაზე პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი დაინიშნა. ორივე მათგანს საქართველოს შეიარაღებულ  ძალებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ახალ ხელმძღვანელებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა მიმართეს. მათ პოლკოვნიკებს წარმატება უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.