პოლიტიკა
ცხინვალის რეგიონის ქურდი არასამთავრობო ორგანიზაციები «КГБ»-ს ანკესზე ჰყავს!

KGB-polit-1-reda-1საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. 2015 წლის 7-დან 10 თებერვლამდე, თურქეთის დედაქალაქ სტამბულში გაიმართა საქართველოს წარმომადგენელთა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცხინვალის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტთა შეხვედრა ე. წ. „საქართველო-ოსეთის სამოქალაქო პროცესი „თვალსაზრისის“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას ბრიტანული „ForinofiseდაUSAIDახორციელებს.

ქართველ მონაწილეთა თქმით, შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო - სად მიდის ფული, რომელსაც 2008 წლიდან აშშ, ევროკავშირი და სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურები ჩვენს ოს ძმებს გამოუყოფს ქართულ-ოსური კონფლიქტის დასარეგულირებლად და საქართველოსთან გასაერთიანებლად? ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, ათობით მილიონი დოლარია!

აღნიშნულ კითხვაზე მოულოდნელი პასუხი გაეროს თანამშრომელი სტენ ვაიცმანის პირიდან გაჟღერდა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ქალბატონი ლირა ცხოვრებოვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სხვადასხვა დიდი პროექტის რეალიზაციაზე მსხვილ ფულად თანხებს იღებდა. თუმცა, როგორც ვაიცმანი ირწმუნებოდა, ცხოვრებოვამ აქამდე ვერ შეძლო სრულად ანგარიშის წარდგენა ვერცერთ პროექტზე, ხოლო დონორების ხელთ არსებული დოკუმენტაცია იმდენად ფრაგმენტულია, რომ არ იძლევა შემოწმების საშუალებას - რამდენად ეფექტიანად გამოიყენებოდა გამოყოფილი თანხები.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ უცხოელები მოკლებული არიან შესაძლებლობას, პირადად ესტუმრონ ცხინვალის რეგიონს, მაგრამ მათ განკარგულებაში არსებული მონაცემები მჭევრმეტყველურად მოწმობს იმას, რომ ფულის ნაწილი ლირა ცხოვრებოვასა და ცხინვალიდან მისი პარტნიორების მიერ იყო მითვისებული.

გავრცელებული ხმებით, ვაიცმანი დიდი აღშოთებას გამოხატავდა და ამართლებდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „КГБ“- ს, რომელმაც ამას წინათ დასაბუთებულად განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკლებლივ ყველა ამერიკული სპეცსამსახურების აგენტები არიან, რადგან სინდისის ქენჯნის გარეშე ირებენ ამერიკელებისგან ფულს, რეგულარულად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ სხვადასხვა ღონისძებაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც განიხილება ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისათვის სენსიტიური პოლიტიკური თემები.

გასაგებია, რომ ამ სიტუაციაში „საქართველოსა და დასავლეთის მეგობრები“ სამხრეთ ოსეთიდან არ შეიძლება არ აღიქმებოდნენ რუსული სპეცსამსახურების მიერ („КГБ“ კი ცხინვალში - “ФСБЭ - ს ქვეგანყოფილება გახლავთ) როგორც ჯაშუშები, რომლებიც ინფორმაციის სანაცვლოდ ფულს იღებენ!

იმისათვის, რათა მცირედ მაინც დააცხრონ ამერიკელი მეგობრების გაღიზიანება, ცალკეული ოსები შეეცადნენ, თავისი აშკარა ანტირუსული შეხედულებებით ესიამოვნებინათ თავისი სპონსორებისათვის და აღედგინათ შერყეული ნდობა. ასე, მაგალითად, ცნობილმა ოსმა ჟურნალისტმა, რადიოსადგურ „Эхо Кавказа“- ს კორესპონდენტმა ირა ქელეხსაევამ განაცხადა, რომ „ძალიან იტანჯება რუსული ოკუპაციისგან, რომელიც ადამიანთა უფლებებისა და სიტყვის ტავისუფლების მრავალრიცხოვან დარღვევებს იწვევს“. მან გამოთქვა მზაობა, გაიაროს ნებისმიერი სასწავლო სემინარი  ევროპისა და ამერიკის შესაბამის მოედნებზე „თავისი პროფესიული სრულყოფისათვის კავკასიაში ჭეშმარიტი დემოკრატიული ფასეულობების გავრცელების ინტერესებში“.

სასიამოვნოა, რომ მოცემული „მოუსყიდავი სიძულვილი“ რუსეთისადმი დროულად იქნა ამოცნობილი გამოცდილი ამერიკელების მიერ. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ რეალურად დაეხმარონ საქართველოს ქვეყნის აღდენის პრობლემის გადაჭრაში, აშშ და დასავლეთი ცხინვალის „КГБ“ - ს აგენტებს აჭმევს, რომლებიც თავხედურად იყენებენ ჩვენს მისწრაფებას, გამოვნახოთ ოსებთან საერთო ენა და სუფთა ფურცლიდან დავიწოთ ახალი გაერთიანებული და მძლავრი საქართველოს ისტორია.