პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია
საქართველო, 27 თებერვალი,
საქინფორმი. როგორც
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
ელმარ ბროკთან შეხვედრისას განაცხადა, ეს ვიზიტი იქნებოდა კარგი შესაძლებლობა იმის დასადასტურებლად, რა მიღწევები აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პოლიტიკური მნიშვნელობა, რაც პრემიერ-მინისტრმა მორიგ ისტორიულ ნაბიჯად და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა.