სამართალი
ავღანეთში, მაზარ-ე-შარიფში ქართული სალოცავი ამოქმედდა

Amokmedda-samart-3საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. ავღანეთში, მაზარ-ე-შარიფის გერმანულ ბაზა „მარმალზე“ ქართული სალოცავი ამოქმედდა. პირველი წირვა სალოცავში 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.

სალოცავის გახსნის ცერემონიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე,  გერმანულ ბაზაზე დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა და კოალიციური ძალების მართლმადიდებელი აღმსარებლობის უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. გერმანულ ბაზა „მარმალზე“ IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მიმდინარე წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის ამოცანას სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლი წარმოადგენს.