შსს-მ ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველო, 26 თებერვალი,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების, ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი
ბორის ლ. და ასევე წარსულში ნასამართლევი
როინ ფ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულებმა თბილისში, ჩაბალის ქუჩაზე ნატა ი-ს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხელჩანთა პირადი ნივთებით გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ნაძარცვი ხელჩანთა ნივთმტკიცებად ამოიღეს.