აქტუალური
ისტორიის ფალსიფიკაცია- საქართველოს პრეზიდენტმა იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო
Gvirgvini-aqtual-3საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა 1921 წლის თებერვალში კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. „საუკუნის წინ ოკუპანტთა ჯარმა, რომელთაც, სხვათა შორის, ზურგს ადგილობრივი გამყიდველები უმაგრებდნენ, დაამხო პირველი ქართული რესპუბლიკა. მას შემდეგ ჩვენ, ვინც აღვადგინეთ ქართული სახელმწიფო და დავარქვით მას საქართველო, ვიხსენებთ ამ დღეს და მტკიცედ ვამბობთ, რომ სხვა ქვეყნის ძალა ვეღარასოდეს შეცვლის ჩვენს დამოუკიდებელ, სუვერენულ და საქართველოს სამსახურში მდგარ სახელმწიფო წყობას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.