პუბლიკაციები
სააკაშვილის ბიძამ - თემურ ალასანიამ წიგნი დაწერა. დროა დისშვილმაც წეროს მემუარები! ქართულ ციხეში...

BiZa-sazog-3-anal-5საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. სააკაშვილის ბიძამ - თემურ ალასანიამ დაწერა წიგნი, რომლის პრეზენტაციაც სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე მოაწყო.

ჩემს მეგობრებს, ქართველ ფართო მკითხველს, რომლებსაც აინტერესებთ გლობალური პრობლემები, რთული საერთაშორისო პროცესები და საქართველოს ადგილი და როლი ამ უჩვეულო სოციო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სხვა გარემოში, სიამოვნებით ვატყობინებ, რომ გამოვიდა ჩემი წიგნი -"გზაგასაყარზე". მკითხველისათვის შემოთავაზებულ ნაშრომში მიმდინარე მოვლენები განხილულია ორგანულ ურთიერთ კავშირში. ჩემი სამყაროს ჰოლისტური, ერთიანი აღქმა ეფუძვნება ზოგადად ფილოსოფიის, ეთიკის, ესთეთიკის, ფსიქოლოგიის, სოციალური ბიჰევიორიზმის, კულტურული ანტროპოლოგიის, ეპოსტომიოლოგიის (როგორც ცოდნის საფუძვლების), სხვა საბაზო დისციპლინების და მათ ისეთი დერივატივების, როგორიცაა ზნეობრიობა, მორალი და სხვა, ურთიერთდამოკიდებულებას. რასაკვირველია, ასეთი ინტერდისციპლინარული განხილვა მოითხოვს მრავალ ასეულ გვერდს, რისი საშუალებაც არ გვქონდა ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. იმედი მაქვს, რომ მონოგრაფია გამოიწვევს აქტიურ გამოძახილს და სიამოვნებას მიანიჭებს მკითხველს, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა იგი ჩემს ძირითად პოსტულატებს”, - წერს შთამომავლობის ჭკუის დასარიგებლად ბიძია თემური, რომელმაც კაცობრიობის წინააღმდეგ დამნაშავე გაზარდა. დრო ხომ არ არის, დისშვილმაც ხელი მიჰყოს მემუარების წერას?! ქართულ ციხეში...