საზოგადოება
სააკაშვილი კვლავ არიგებს საქართველოს სახელმწიფო ორდენებს, რომლებიც მას მარგველაშვილმა ჩაუტანა!

Orden-sazog-2-analit-4საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. აი რას წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს ექსპრეზიდენტი:

«ლიტვის საელჩომ ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის საპატივცემულოდ მიღება მოაწყო. მიღებაზე ახალი ლიდერობის ინსტიტუტის წარდგენა მოხდა. სააკაშვილი ამერიკის დედაქალაქის ცენტრში განლაგებული ამ ახალი ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარეა. მიღებაზე მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის სრულუფლებიან ელჩს ზიგიმანტას პავილიონისს სიმბოლურად ღირსების ორდენი გადასცა, რომლითაც ლიტვის ყოფილი საგარეო მინისტრი 2013 წელს დაჯილდოვდა. სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა მინისტრის დიდ დამსახურებას რეგიონში».

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტივით რა უფლებით არიგებს საქართველოს სახელმწიფო ორდენებს ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავე, ქართულ მართლმსაჯულებას საქართველოსთვის მტრულ უკრაინაში რომ ემალება? და ვის შეეძლო მისთვის მათი გადაცემა, ქართული ორდენების ოფიციალური მცველისა და დამჯილდოებლის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის გარდა, რომელიც ახლახან კიევში იყო და „მაიდანზე „ღირსების მარშითაც“ ჩაიარა ნეოფაშისტ პოტროშენკოსთან ერთად - ისეთივე მფატრავთან, როგორიც სააკაშვილია?!