სევდია უგრეხელიძე: „კორუფციულ ქმედებებზე „კურთხევის მიმცემი" თბილისის მერიაში მარგიშვილი იყო“
საქართველო, 25 თებერვალი,
საქინფორმი. თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით,
ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის ვიცე-მერის თანამდებობიდან სავარაუდოდ გათავისუფლებულია. გუშინ გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა
ირაკლი აბესაძემ და
სევდია უგრეხელიძემ ალექსანდრე მარგიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს.
უგრეხელიძის თქმით,
„მარგიშვილი მერიაში კორუფციის მამამთავარია" და ჯოკია ბოდოკიას საქმე, ამ თვალსაზრისით, მხოლოდ პირველი მერცხალია. მისივე თქმით, მარგიშვილს უკავშირდება უკანონო გათავისუფლებები მერიაში.