აქტუალური
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
naCalnik-aqtual-2საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ჯონი ხეცურიანი და მოქალაქე მამუკა გასვიანი დააკავა. ბრალდებულმა საჯარო მოხელემ, თანამზრახველის დახმარებით, ბოლნისის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის სარეკონსტრუქციო ნებართვის გაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით აიღო გარკვეული თანხა. ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.