აქტუალური
ძებნილი თამარ ფხოველიშვილი დაკავებულია

fxovel-aqtual-1საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. სამართალდამცავებმა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" 2013-2014 წლებში დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი თამარ ფხოველიშვილი დააკავეს.

ამავე საქმეზე დაკავებულია შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნათია ნავროზაშვილი, რომელმაც თამარ ფხოველიშვილთან და მის მეუღლე ზურაბ ნუცუბიძესთან ერთად ჩამოყალიბებული ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მიითვისა. გამოძიება გრძელდება დანაშაულის სხვა შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენად.