საზოგადოება
აბაშიძე: „საქართველოს ნატოში გაწევრებაზე რუსეთის შეშფოთება გადაჭარბებულია“
obespok-sazog-3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. პრაღაში გრიგორი კარასინთან შეხვედრამდე 2 დღით ადრე ზურაბ აბაშიძემ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. „დღის წესრიგში საქართველოს ნატოში გაწევრიანების უახლოესი პერსპექტივა არ დგას. ეს ცნობილია ყველასთვის, ჩვენთვის, თქვენთვის და ბრიუსელისთვისაც. ასე რომ, შევეცადოთ ემოციური ფონის მოხსნას. დამატებითი სირთულეების ძებნა ისედაც რთულ ვითარებაში არ ღირს“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, რუსეთის შეშფოთებაზე ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი გადაჭარბებულია. „ამ სასწავლო საწვრთნელ ცენტრს, რომელიც იქმნება, არანაირი სამხედრო მომენტი არ ახლავს თან... არანაირი ბაზის ხსენება არ არის. ეს მოკრძალებული სასწავლო-საწვრთნელი ცენტრია“,- განაცხადა აბაშიძემ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში.