სოზარ სუბარი: „დიალოგი რუსეთთან მისასალმებელი კი არა აუცილებელია“
საქართველო, 25 თებერვალი,
საქინფორმი. ეს განცხადება დევნილთა მინისტრმა
სოზარ სუბარმა რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას გააკეთა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში გაწყდა ყველანაირი დიალოგი არასამთავრობოების დონეზე, ყოფილი მებრძოლების დონეზე, შვილმკვდარი დედების დონეზე. უამრავი სხვადასხვა ფორმატი არსებობდა, ყველა არის გაწყვეტილი დღეს. მისასალმებელი იქნება ასეთი დიალოგის გზები და არხები თუ გაჩნდება",- განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ პრაღაში გრიგორი კარასინთან შეხვედრამდე 2 დღით ადრე ზურაბ აბაშიძემ „რია ნოვოსტის“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „დღის წესრიგში საქართველოს ნატოში გაწევრიანების უახლოესი პერსპექტივა არ დგას“ და რუსეთის შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია.