საზოგადოება
თბილისში საახალწლო განათება დღეს, 18:00 საათიდან ჩაირთვება. წმიდა გიორგის მონუმენტთან ნაძვის ხეს ზღაპრის გმირები გაანათებენ. ქალაქის საახალწლოდ მორთვაში მათ ბავშვები დაეხმარებიან.
საახალწლო განათებები დამონტაჟებულია თბილისის ყველა უბანში, ცენტრალურ ქუჩებს კი ახალი დეკორაციებიც დაემატა.