უცხოეთი
აზაროვის განცხადებით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ხელმოწერა შეეჩერებინა. „რასაკვირველია, კოლოსალური ზეწოლა იყო ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან. ამ ზეწოლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა უგულებელგვეყო ყოველგვარი ეჭვი და ხელი მოგვეწერა შეთანხმებისათვის“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. „საჭირო იყო მიზეზი ჩვენი ხელისუფლების დასამხობად, ამიტომაც გულახდილად გვითხრეს: თუ ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერთ, მაშინ მოაწერს ხელს სხვა მთავრობა და სხვა პრეზიდენტი“.
ოპოზიციასთან იანუკოვიჩის მოლაპარაკებებზე საუბრისას კი აზაროვმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პრემიერი არსენი იაცენიუკი „ამერიკის საელჩოში ყოველდღე დადიოდა ინსტრუქციების მისაღებად“.