უცხოეთი
მისი თქმით, ცენტრი ადამიანებს ისეთ ფასეულობებს აზიარებს, როგორიცაა გამჭვირვალობა, ტოლერანტობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ღირსება. სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი ჩეხური ჰუმანიტარული ორგანიზაცია People in Need-ის მიერ იქმნება და ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, შვედეთისა და ჩეხეთის მთავრობებისა და ორი კერძო ამერიკული ფონდის მიერ.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნული ცენტრის უკან დგანან, წარსულში მხარს უჭერდნენ აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ აქტივისტებს, რომლებიც აზერბაიჯანში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ. ამგვარი ინიციატივა შეიძლება განვიხილოთ როგორც ოკეანისგაღმა ცენტრების ახალი მცდელობა პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების დესტაბილიზაციისათვის.