უცხოეთი
მაკკეინი: "მე მრცხვენია საკუთარი ქვეყნის, საკუთარი პრეზიდენტის და საკუთარი თავის!"

Mak-zar-1საქართვლო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ჯომ მაკკეინი: “მე ვთვლი, რომ გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა პირველად 70 წლის განმავლობაში, მოახდინეს ევროპაში სახელმწიფოს დანაწევრების ლეგიტიმაცია. ეს სამარცხვინოა. ვლადიმირ პუტინს არ გადაუხდია რაიმე ფასი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც კი დაირღვა. უკრაინელები საკუთარ მიწაზე ამერიკულ ჩექმას არ ითხოვენ.

ეს არ არის აქ საკითხი. ისინი ითხოვენ იარაღს, რომ დაიცვან საკუთარი თავი. მათ ანადგურებენ და მათი შეიარაღება ნამსხვრევებად იქცევა. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ტანკებია და უკრაინელებს არ აქვთ იარაღი, რომ მათ შეებრძოლონ. იქ საუკეთესო რუსული სპეციალური ძალებია მობილიზებული და ისინი გააგრძელებენ ამ აგრესიას მანამ, სანამ გაუვათ. ვლადიმირ პუტინს სურს, რომ უკრაინა არ იყოს ევროპის ნაწილი და ის ამაში წარმატებას აღწევს. ის უშველებელ ზეწოლას ახდენს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მოლდოვაზე, და განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას.

ეს მართლაც შავბნელი თავია ჩვენი ალიანსის ისტორიაში. ეს ისტორიის სამარცხვინო მონაკვეთია. მე მრცხვენია საკუთარი ქვეყნის! მე მრცხვენია საკუთარი პრეზიდენტის! მე მრცხვენია საკუთარი თავის, რადგან არ გავაკეთე მეტი ამ ხალხის დასაცავად და ეს მართლაც გულსატკენია”.