შოკოლადის ფასი ხიზილალის ფასს გაუტოლდება
შოკოლადი მსოფლიო ბაზარზე, შესაძლოა, ორჯერ გაძვირდეს, 20 წლის შემდეგ კი მისი ფასი შავი ხიზილალისას გაუტოლდეს. ასეთ პროგნოზებს სპეციალისტები დასავლეთ აფრიკაში კლიმატის ცვლილებას უკავშირებს, სადაც კაკაოს ხეები ხარობს.
გარდა ამისა, კაკაოს მოყვანასა და მოსავლის აღებაში ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან ცოტას უხდიან, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, უარი თქვან ამ საქმიანობაზე და სხვა კულტურებზე გადაერთონ. სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და კარიბის აუზის კუნძულებზე არსებული პლანტაციები კი არ არის საკმარისი შოკოლადზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.