საზოგადოება
პრეზიდენტი მარგველაშვილი უარყოფს უკრაინასთან ურთიერთობების გაუარესებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების დანიშვნის გამო. „ვის აირჩევს უკრაინის მთავრობა ძალიან ბევრი ქართველიდან, რომელსაც უკრაინის დახმარება სურს, ეს უკრაინის გადასაწყვეტია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კიევში ვიზიტისას უკრაინული ტელეარხი „ინტერ პლუსის“ ეთერში.
„რაც შეეხება უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას ეს ძალიან ჰგავს საქართველოში რამდენიმე წლის წინ განვითარებულ მოვლენებს. ეს გვახსენებს არამხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იან წლებსაც... შექმნილ სიტუაციაში ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინელ ხალხს იდგეს მედგრად, ამაყად და არ დაკარგოს რაციონალური მიდგომა იმ პროცესებისადმი, რომელსაც დღეს აქვს ადგილი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.