იმერეთის გუბერნატორად გივი ჭიჭინაძე დაინიშნა
საქართველო, 24 თებერვალი,
საქინფორმი. ახალი სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის სხდომაზე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულ
ზაზა მეფარიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა იმერეთის ახალ გუბერნატორ გივი ჭიჭინაძეს წარმატება უსურვა დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში. „იმერეთი ერთ–ერთი ყველაზე დიდი რეგიონია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა ხალხის ნდობა და მთავრობის მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლოთ“, –აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.