დღეიდან წყლის ახალი ტარიფი მოქმედებს
1 დეკემბრიდან ძალაში შედის სემეკ-ის გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისში წყლის ტარიფი ერთ სულზე 2,40 ლარიდან 3,15 ლარამდე გაიზარდა. ახალი ტარიფი გავრცელდება მხოლოდ იმ აბონენტებზე, ვისაც წყალი 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიეწოდება.
ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელიც თბილისის მასშტაბით 105 ათას ადამინს შეადგენს, გადასახადის ნახევარს გადაიხდის, მეორე ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს, რაც თბილისის 2011 წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში წყლის ტარიფის რევიზია არ მოხდება და ის უცვლელი დარჩება მომავალი 5 წლის განმავლობაში.