პოლიტიკა
„სკამმადიდებლებიდან შერჩა კი ვინმეს სამშობლოს განცდა?!“ - ქართველო ემიგრანტებო, არ დაბრუნდეთ საქართველოში! დედაქალაქის მერს თქვენთვის ერთ ოთახიც კი ენანება!

EL-pol-2-an-1-mtსაქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. სულ სამი თვე გასულა ქართველი ემიგრანტებისთვის ფრიად სასიხარულო დღიდან, როცა 2014 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის  მუზეუმში ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგისპრეზენტაცია სახელწოდებით ხიდი სამშობლოსთან გაიმართა. მიუხედავად მოკლე დროისა, ლიგაში გაწევრიანებულ ემიგრანტთა რაოდენობამ 9 ათასს დიდი ხანია, გადააჭარბა და ორგანოზაციამ ბევრი კეთილი საქმის გაკეთებაც მოასწრო, რომლებზეც ფართო საზოგადოება უახლოეს დღეებში, ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგისჟურნალის პირველი ნომრიდან გაიგებს.

პრეზენტაციის შემდეგ, დღეს დღეობით - ყველაზე მრავალრიცხოვანი და გამართული ორგანიზაციის წარმომადგენელები თბილისის მერს დავ ნარმანიას შეხვდნენ და ლიგის ოფიციალური წერილი გადასცეს, სადაც ორგანიზაცია ოფისისთვის მხოლოდ ერთ ოთახ ითხოვდა, მაგრამ სამ თვეში, გაუგებარი და დაუსაბუთებელი პასუხი მიიღეს (იხ. ქვემოთ , მერიის ქონების მერთვის სააგენტოს ბლანკზე). 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დედაქალაქის მერიაში მოღვაწე ჩინოვნიკებისთვის, მთელ მსოფლიოში გაბნეული ქართველი ემიგრანტების ერთ მუშტად შემკრები ორგანიზაცია და მისი დამფუძნებელი, ამერიკაში მცხოვრები  ქალბატონი ელიზა აბელაშვილი მიუღებელი აღმოჩნდა...

აი, როგორ ეხმაურება ქალბატონი ელიზა ამ სამარცხვინო ფაქტს ლიგის Facebook-გვერდზე:

„ყველა დანიშნულ- ხათრით მოყვანილ-დასმულმა შეკარით პირი ქვეყნის დასაქცევად?! არა და რა მოთმინებით მივიღეთ (არიქა არ შევაწუხოთ, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებულნი -ო) ა(ა) პი ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის "თხოვნაზე მერიიდან მიღებული აბსურდული და ყოვლად უარგუმენტო პასუხი; რას ვითხოვდით ისეთს რაც მერიას, უმარტივესად არ შეეძლო გადაეწყვიტა?! ჩვენ ვფიქრობდით, რომ შესანიშნავი შანსი მივეცით გამოეხატათ კეთილი ნება და მოფერებოდნენ იმ უამრავ ემიგრანტს, რომელთა სახელითაც ,,ერთი ოთახი "ვითხოვეთ ,სამშობლოში ,,სტუმრად"ჩამოსული, თუ დაბრუნებული ემიგრანტების ,,კუნძულისათვის"; ნარმანიასთან შეხვედრამ იმედი მოგვცა, რომ როგორც იქნა ხელისუფლებამ ,,აღმოაჩინა"სამშობლოს გარეთ მილიონნახევარი მოქალაქე რომ ჰყავს და ელემენტარული ყურადღების გამოჩენაც დაიწყო; მერის მოთხოვნაზე - დიასპორის სახელმწიფო აპარატს რეკომენდაცია გაეგზავნა ჩვენი ორგანიზაციის შესახებ: ,, ვინ ვიყავით, რა გაგვიკეთებია და რის გაკეთებას ვგეგმავთ", აპარატის მხრიდან რეკომენდაციის წერილი დაუყონებლივ გაიგზავნა, რის გამოც მადლიერება გამოვხატეთ და მომავალშიც გამოვხატავთ დიასპორის აპარატის ხელმძღვანელობის მიმართ; პასუხი მერიიდან, როგორც ავღნიშნე გაუგებარი და აბსურდული იყო, მაგრამ გაგებით მოვეკიდეთ, იქნება და მართლაც საქვეყნო საქმეებით არიან დაკავებულნი და ისევ დამღუპველი ,,ვაცალოთ" ავამოქმედეთ! დღევანდელმა მოცემულობამ სრული სურათი დაგვიხატა! მაშინდელი გაუგებარი პასუხი ,ახლა სრულიად გასაგები და ამოხსნილია! რა მოსატანი იყო ემიგრანტების მოწიწებით ნათხოვი ,,ერთი ოთახი", იმ სასტუმროს მშენებლობასა და ას ოთხმოც მილიონთან, რომელი საქმითაც დაკავებული ყოფილა ,, დედაქალაქის" მერიის სამსახური?! დადგება დრო და ყველა ხელისუფლება ინანებს იმ მილიონნახევარი საქართველოს მოქალაქის უგულებელყოფას, რომლის მხრებზეც - გადაუჭარბებლად ვიტყვი - დგას დღეს ჩვენი სამშობლო; თუმცაღა ,,სკამმადიდებლებიდან" შერჩა კი ვინმეს სამშობლოს განცდა?!”

El-pol-2-an-1-qv