ნატო ევროპულ ქვეყანაში რფ-ის შესაძლო შეჭრისთვის მომზადების რჩევას იძლევა
საქართველო, 23 თებერვალი,
საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალებმა ზომები უნდა მიიღონ ორგანიზაციის ერთ-ერთ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანაზე რუსეთის მიერ მასშტაბური და სწრაფი იერიშის განხორციელების შემთხვევაში, - ამის შესახებ ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლის მოადგილე
ადრიან ბრედშოუმ განაცხადა.
„რუსეთმა შესაძლოა დაიჯეროს, რომ რეგულარული ჯარების დიდი რიცხვი, რომლის შეკრებაც მოკლე ვადაში შეუძლია, - და ეს ყირიმის დაპყრობის წინ ვიხილეთ, - მომავალში შესაძლოა არა მარტო დაშინებისა და შეკავებისათვის, არამედ ნატოს ტერიტორიის დასაპყრობადაც გამოიყენოს“, - განაცხადა მან ლონდონში, თავდაცვითი კვლევების გაერთიანებულ სამეფო ინსტიტუტში გამოსვლისას.