უცხოეთი
აშშ მზადაა ცნოს აფხაზეთის შესვლა რუსეთის შემადგენლობაში?

zar-1-anსაქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. კვირის დასაწყისში, აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ, რფ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა სენსაციური განცხადება გააკეთა სახელმწიფო საზღვრის გაუქმებაზე ორ ქვეყანას შორის, რაც შეიძლება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლისთვის ერთ-ერთ ღონისძიებად იქცეს.

ხუთშაბათს არანაკლებ სენსაციური განცხადება გააკეთა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ აშშ-მა ყველა შეზღუდვა მოხსნა ვიზების მიღებაზე აფხაზეთის მცხოვრებელებისათვის, რომლებიც იქ აფხაზეთში რფ-ის საელჩოს მიერ გაცემული რუსული საზღვარგარეთული პასპორტებით შედიან.

აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ თვალსაზრისით პროგრესი შეინიშნება ევროკავშირის ქვეყნებთანაც - საკითხი უკვე აქტიურად განიხილება ბრიუსელში. საუბარია განათლების შესახებ დოკუმენტებისა და ისეთი დოკუმენტების აღიარებაზე, როგორიცაა დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობა. ვიაჩესლავ ჩირიკბას თქმით, პროგრესი მოსალოდნელია უკვე მიმდინარე წლის ივნისში - ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებით: „არსებობს ამ საკითხების გადაჭრის საერთაშორისო გამოცდილება ჩრდილოეთ კვიპროსსა და ტაივანში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას. აქ მნიშვნელოვანია თანათავმჯდომარეების დაინტერესება ამ საკითხის გადაწყვეტაში. წარმატების მიღწევა შესაძლებელია“.

POLITRUS.com
სერგეი ლაკობა