სამართალი
შსს-მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

samart-3საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2012 წლის 12 იანვრიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ორუჯ . საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორუჯ ფ-მ 2011 წლის 24 დეკემბერს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, ურთიერთშელაპარაკებისას ელბერდ . ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2012 წლის 11 იანვარს ორუჯ ფ-ს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა. ამ დროისთვის დაკავებული სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში იმყოფება.