შს მინისტრი შსს-ს რეფორმირების უწყებათშორისი კომისიის პირველ სამუშაო სხდომას დაესწრო
საქართველო, 23 თებერვალი,
საქინფორმი. რეფორმირების უწყებათშორისი კომისია მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. მისი მთავარი დანიშნულებაა მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი და კონცეპტუალური ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს შსს-დან უსაფრთხოებისა და საპოლიციო სტრუქტურების გამიჯვნას და მათზე დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო კოორდინირებას გაუწევს და უხელმძღვანელებს შსს-ს რეფორმირების კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლები.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სამოქალაქო სექტორს, ექსპერტებს სთხოვს, უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესებში და შეახსენებს, რომ კომისიის მიერ დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად, განცხადების შემოტანის ბოლო ვადა გახლავთ 1 მარტი. განაცხადების მიღების პროცესი უკვე ორი თვეა მიმდინარეობს.