სამართალი
ევროპის საბჭო დროებითი მოთავსების იზოლატორების 230 თანამშრომელს წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებში ამზადებს

samart-1საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. საქართველომ, ევროპის საბჭოში გაწევრებასთან ერთად, ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც ამბობს, რომ „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.
ტრენინგზე, რომელიც 2015 წლის 21 თებერვლიდან მიმდინარეობს, მონაწილეები იმ სტანდარტებს გაეცნენ, რომელსაც ევროპის საბჭოს  წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი - CPT აწესებს.

სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებს და ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისოო კონვენციაშია გაწერილი. ტრენინგი ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ტარდება.