პუბლიკაციები
„ასტვაც ინჩუ ამარ?!“ - მას შემდეგ, რაც სტეფანიანმა უსუფაშვილთან სომხების პრობლემები გადაჭრა, მან გადაჭრა აზერბაიჯანელების პრობლემებიც „მრავალეროვანი საქართველოს“ საკითხში პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველ შამანიდთან...

saz-2-mtერთნი მას სოროსის აგენტს ეძახიან და ამას იმით მოტივირებენ, რომ სტეფანიანი სოროსის ფონდის საბჭოს წევრია და მრავალი წელია მისგან სტაბილურად იღებს ფანტასტიკურ გრანტებს. სხვები არნოლდს „კა-გე-ბე“-ს აგენტობას აბრალებენ ოპერატიული მეტსახელით „შვარციკ“ და ამის დამადასტურებელ საბუთებს წარადგენენ...

თუმცა, არნოლდ „შვარციკ“ სტეფანიანი - სომხებიდან ყველაზე „ჭკვიანია“, მიუხედავად უმაღლესი განათლების არქონისა (ბედნიერება დიპლომში როდია!), ამიტომ ავსიტყვაობას არ პასუხობს (მით უფრო, რომ საპასუხოც დიდი არაფერია, ასე კი მუქთა პიარი გამოდის!) და თითქმის მარტო აგრძელებს თავის სახიფათო საქმის კეთებას (საქმისას, და არა ფულისას, ავყიებო!) - თავისი ნახევრად ვირტუალური ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ მეშვეობით, „დაიცვას ქართველების მიერ შელახული, დაბეჩავებული სომხების უფლებები საქართველოში“...

თუმცა, მას შემდეგ, რაც ორიოდე კვირის წინ სტეფანიანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველა სომხის პრობლემები პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილთან ერთად გადაჭრა, მან, თურმე, ქვემო ქართლის რეგიონის ყველა აზერბაიჯანელის პრობლემაც გადაჭრა პრეზიდენტ მარგველაშვილის „მრავალეროვანი საქართველოს“ საკითხში მრჩეველთან ერთად! რის დასტურადაც, 2015 წლის 20 თებერვალს, საქართველოს მთელმა მედიამ საქართველოს ყველაზე პირველი პირის, თავად სააკაშვილის სასახლის მცველის, პრეზიდენტისა და საქართველოს მთავარსარდლის საიმპერიო კანცელარიიდან შემდეგი განცხადება მიიღო:

«პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების 15-დე წარმომადგენლს შეხვდა. შეხვედრისას ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულსა და გარდაბანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემები განიხილეს. თუმცა, „ეთნიკური უმცირესობის“ წარმომადგენელი, ფოტოსურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იყო არა „15-დე“, არამედ 8 და ისიც - „მრავალეროვანი საქართველოს“ 7 წევრი + 1 არნოლდის მდივანი...

მიუხედავად ზემოთქმულისა, სტეფანიანი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან სწორედ მისი მოთხოვნით, ჟორიკ რურუამ თეატრიდან რობიკო სტურუა გააგდო!

საქინფორმი
2015 წლის 23 თებერვალი

saz-2-down