სამართალი
ხანძარი - აღმაშენებლის გამზირზე

apoloცეცხლი აღმაშენებლის № 135-ში მდებარე ძველ კინოთეატრ "აპოლოს" შენობას გაუჩნდა.
იგი ჯერ იატაკს მოეკიდა, რამაც დიდი რაოდენობით კვამლის დაგროვება გამოიწვია. დამწვარია 15-20 კვადრატული მეტრის ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დროულად მივიდნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებმაც ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოახდინეს.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა გახდა.