რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ბაქომ თბილისს „ყვითელი ბარათი“ უჩვენა, რის შესახებაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვაფრთხილებდი!

polit-1-redaq-1-mtavar«А если не будут брать, отключим газ!»
(კინოფილმიდან „ბრილიანტის ხელი“)
შევარდნაძეს თაყვანისმცემლები მას „დიდ ბალანსიროვშიკს“ უძახდნენ, თუმცა მე მას „დიდი რაზვალშიკი“ ვუწოდე, რითაც გავანაწყენე აწ გარდაცვლილი ედუარდ ამბროსოვიჩი, რომელსაც მას შემდეგ არ შევხვედრივარ... უწინდებურად დარწმუნებული ვარ: პერმანენტულ რყევებს - ხან ჩვენებისკენ, ხან - თქვენებისკენ, ხან - დასავლეთისკენ, ხან - რუსეთისკენ - არა დაბალანსებული, არამედ არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა ეწოდება, რომელმაც საქართველო სამ ნაწილად გახლიჩა.

თუმცა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი (სამაჩაბლოს) დაკარგვით საქმე არ დასრულდება - როგორც კი საქართველოში ოფიციალურად გაიხსნება ნატოს ბაზა, მას ჩამოშორდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (იქცევა „ჯავახკის“ ავტონომიურ ოლქად, შემდეგ კი სომხეთს შეუერთდება); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (მაშინვე მიუერთდება თურქეთს - ნატოს წევრს, ვინაიდან რუსეთს უკვე აღარ სურს იყოს ყარსის ხელშეკრულების გარანტი, რომელსაც ვადა ისედაც 2021 წელს გასდის); ქვემო ქართლის რეგიონი (იქცევა „ბორჩალოს“ ავტონომიურ ოლქად, შემდეგ კი აზერბაიჯანს შეუერთდება). და თუკი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვაში ბრალი აწ გარდაცვლილ შევარდნაძესა (რომელიც მშობლიურ მიწაში განისვენებს) და სააკაშვილს (რომელსაც ასეთი პატივი არ ერგება) მიუძღვით, ზემოჩამოთვილი სამი რეგიონის დაკარგვაში სრულად დაადანაშაულებენ არა სააკაშვილსა და ღარიბაშვილს, არამედ საქართველოს რეალურ მმართველს 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე - ბიძინა ივანიშვილს.

ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ივანიშვილი ბოლო ხანს შევარდნაძეს მაგონებს: ერთი მხრივ, სამართლიანად ამხელს არასამთავროებს, ტელეკომპანიებსა და ექსპერტებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში; მეორე მხრივ კი - ივანიშვილის მიერ ხელდასახმული პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე აბსოლუტურად იმავეს აკეთებენ, რაც ზემოთ ჩამოთვლილი გრანტისმჭამელები - საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს უალტერნატივოდ აცხადებენ! რა არის ეს - შევარდნაძის სტილში „დაბალანსება“, თუ მილიარდერის „მარცხენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარჯვენა“, როგორც მათეს სახარებაშია 6, 2-4 რეკომენდებული?!

საქართველოს ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის ორგვაროვნებამ - ერთი მხრივ, თითქოსდა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისკენ სწრაფვამ, მეორე მხრივ კი - თბილისში ვაშინგტონიდან და პენტაგონიდან მაღალი სტუმრების მიღებამ, რომლებიც ნატოს საწვრთნელ-მოსამზადებელი ცენტრისთვის (ბაზისთვის) ადგილს ირჩევენ - უარყოფითად იმოქმედა აზერბაიჯანთან ურთიერთობებზეც.

2013 წლის 13 დეკემბერს აზერბაიჯანული გაზეთი „Каспiй“-თვის მიცემულ ინტერვიუში მე, „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ვაფრთხილებდი: „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც მისი წინამორბედი, ხელისუფლების სათავეში მხოლოდ აზერბაიჯანის წყალობით რჩება. თუ, მაგალითად, აზერბაიჯანი ორიოდე დღით შეწყვეტს საქართველოსთვის გაზის მიწოდებას, თბილისში „მაიდანი -2“ დაიწყება, თუმცა, კიევისგან განსხვავებით, სრულიად საწინააღმდეგო პოლიტიკური ვექტორის, რადგან საქართველოსთვის გაზის ალტერნატიულ წყაროს მხოლოდ რუსეთი წარმოადგენს. ხოლო თუ რუსეთის ფედერაცია, რომელმაც აზერბაიჯანთან ხელი მოაწერა ენერგომატარებლების მიწოდების ხანგრძლივვადიან კონტრაქტებს, აზერბაიჯანისგან მოითხოვს მიჰყიდოს საქართველოს გაზი ევროპული ფასით (1000კუბ/მ - 500$) როგორც „ევროკავშირთან ასოცირებულ“ ქვეყანას, აი მაშინ კი ჩვენთან ნამდვილი „ბორდერიზაცია“ დაიწყება! აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მუდამ ამერიკისკენ არ გაიხედავს, რეგიონში სიტუაცია მალე შეიცვლება იმგვარად, რომ ჰეიდარ ალიევის მიერ მისი ძმაკაცი შევარდნაძისთვის საჩუქარიც კი („ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენის ქართულ მონაკვეთზე ნავთობის ტრანზიტის მომატებული ღირებულება - ტონა 13 დოლარად) უბრალოდ ლამაზ წარსულ ჩაბარდება...“.

დღეს ეს ჩემი, საქართველოსთვის არასანუგეშო, პროგნოზი მართლდება:

2015 წლის 19 თებერვალს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვია და საქართველოს ხელმძღვანელობის უკლებლივ ყველა პირველ პირს შეხვდა - პრეზიდენტ გიროგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და თავის ქართველ კოლეგა - საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს. „შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი, იმსჯელეს პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე“, - იუწყებოდა მედია. თუმცა, საკვანძო სიტყვა აქ - „ენერგეტიკაა“, რომელიც, რა თქმა უნდა, ეკონომიკაც არის და პოლიტიკაც.

pol-1-1

ტრადიციად იქცა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელთა ვიზიტები - საქართველოში და პირიქით - საქართველოსი აზერბაიჯანსა და სომხეთში, როგორც წესი, ერთმანეთს მიჰყვება - ელმარ მამედიაროვის ვიზიტამდე 2 დღით ადრე სომხეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილით სათავეში (2015 წლის 16-17 თებერვალი). ამგვარ პრაქტიკაში, გასაგები მიზეზების გამო, ახალი არაფერია - აზერბაიჯანში „ეჭვიანად“ ადევნებენ თვალყურს სომხეთის კონტაქტებს საქართველოს ხელმძღვანელობასთან - და პირიქით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვეულებრივი დიპლომატიური „რუტინის“ ფარგლებს არ ცდება. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ აზერბაიჯაის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში სულაც არ იყო „პროფილაქტიკულ-ინფორმაციული“. და მთავარი აქ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო მიმოქცევის შემცირებაც არ არის, რაც სავსებით აიხსნება საქართველოს ეკონომიკაში კრიტიკული სიტუაციითა და ლარის უწყვეტი ვარდნით რუსული რუბლის ინფლაციის გამო.

დიახ, დასავლურმა სანქციებმა მძლავრად დაარტყა საქართველოსაც. თუკი, საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საქონელგაცვლამ 2014 წელს 1 182. 01 მლნ დოლარი შეადგინა (საქართველოს მთალიანი შიდასავაჭრო მოცულობის 10,3%), რაც 2013 წლის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია, საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელგაცვლა (სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მინერალური წყლები, ღვინო) მკვეთრად შემცირდა გასული - 2014 წლის ბოლოდან, ასევე 20%-ზე მეტად შემცირდა რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა - ეს კი წელიწადში 1.5 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსთვის უცხოური ვალუტის ძირითადი წყაროა.

თუმცა, ვიზიტის მთავარი მიზანი არა საქონელგაცვლა, და არც დასრულების ეტაპზე მყოფი „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მშენებლობაა. ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ელმარ მამედიაროვმა თბილისში აზერბაიჯანი-საქრათველოს ენერგეტიკული პარტნიორობის ახალი პირობები ჩამოიტანა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია საქართველოსთვის. ამვარი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა სამი ფაქტი:

1. ახლახან დაიწყო საქართველოში კომპანია „SOCAR“-ის არაგეგმიური ფინანსური შემოწმება, რომელსაც, საყოველთაოდ ცნობილია, კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს უწინდელ ხელისუფლებასთან პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. საიდუმლო არ არის, რომ „SOCAR“-ის ადგილობრივი შტატი უწინდებურად დაკომპლექტებულია თანამშრომლებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, სიმპათიით არიან გამსჭვალული „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

pol-1-2

ორიგინალური როდი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ენერგეტიკის, ენერგომატარებლების, სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების სფერო მუდამ სახელმწიფოს პირველი პირის მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო საქართველოში ყველა ხელისუფლების დროს - პრეზიდენტ შევარდნაძისაც, ჰეიდარ ალიევთან და «British Petroleum» - თან ერთად „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ მილსადენები რომ ააშენა; და პრეზიდენტ სააკაშილისაც, რომელმაც ეს კლანურ ბიზნესად და თავისი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების წყაროდ აქცია.

საკმარისია, უცხოელ მკითხველს შევახსენოთ ოფიციალური რეკეტიორი დავით კეზერაშვილი - საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი და სააკაშვილის „მარჯვენა ხელი“, ფოთის ნავთობტერმინალის, „Gulf“-ის ბენზინგასამართი სადგურებისა და სხვა უფრო პატარა ქსელების მფლობელი; ასევე, სააკაშვილის ძმა - „Wissol“-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელის ფაქტობრივი მფლობელი დავით სააკაშვილი. ამიტომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ძნელი არ არის მივხვდეთ, თუ ვისი სახით, დღეს ცდილობს განახორციელოს გავლენის სფეროების გადამისამართება ენერგეტიკაში - ანუ კონტროლის მთლიანი კონცენტრაცია საკუთარ ხელში.

ვერ მოვყვები იმის მტკიცებას, დევს თუ არა „SOCAR“-ის კომპლექსურ შემოწმებაში აზერბაიჯანული კომპანიის შევიწროებისა ან საქართველოს ბაზრიდან განდევნის სურვილი. და მისი სხვა კომპანიით, მაგალითად - რუსულით ჩანაცვლების. როგორც, მაგალითად, ეს რუსი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილის, „SOCAR“-ის ბუნებრივი კონკურენტის შემთხვევაში მოხდა, რომელმაც ჯერ შეისყიდა დავით კეზერაშვილის ყველა აქტივი - კომპანია „Petrocas Energy Group-ის აქციები, ფოთში ნავთობტერმინალითა და „Gulf”-ის 140 ბენზინგასამართ სადგურიანი ქსელით, და შემდეგ „Petrocas Energy Group“-ის 49% „Роснефть“-ს მიჰყიდა. ამგვარად, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „Роснефть“ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR”-ის უდიდეს კონკურენტად იქცა საქართველოში, ვინაიდან ამით „Роснефть“-მა მიიღო წვდომა არა მარტო ნავთობჩამომსხმელ ტერმინალებზე ფოთისა და ბათუმის პორტებში, არამედ ნავთობპროდექტების თრეიდინგზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე.

pol-1-3

2. მეორე, აზერბაიჯანისთვის უკიდურესად უსიამოვნო სიურპრიზად იქცა ავთობის საერთაშორისო კომპანიის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ჭანტურიას განცხადება სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ, სადაც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იქნა გაყვანილი გაზსადენი ბაქოდან, დიდი სიმძლავრის უნიკალური ნავთობქიმიური კომპლექსის მშენებლობის პერსპექტივით. ამასთან, ამ პროექტის მიხედვით, შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ენერგეტიკული „ჰაბი“ერთდროულად უნდა აშენდეს გაზსადენთან „ნოვოროსიისკი - სუფსა“ აფხაზეთის გავლით, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ კორიდორთან მიერთებით.

„ჭანტურია, რომელიც სააკაშვილის დროს ბაქოში არა მარტო შეიფარეს, არამედ „SOCAR“-ში მრჩევლის პოსტიც არგუნეს, დღეს აცხადებს, რომ საქართველოს განზრახული აქვს, პროექტში რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებიც ჩართოს! ინიციატორი ქართულ-ამერიკული კომპანია „Inter Energy Group”-ია. და რა ადგილია გამოყოფილი ამ სცენარში აზერბაიჯანს - სუფსაში ნავთობის ერთადერთ პოტენციურ მიმწოდებელს?! - სამართლიანად აღშფოთდნენ აზერბაიჯანში, თუმცა, კომპეტენტური წყაროებიდან მიღებული ჩემი ცნობებით, ჭანტურიას პროექტი ჯერ არ დამუშავებულა - არ შეთანხმებულა არც ერთ მხარესთან - არც საქართველოს მთავრობასთან, არც რუსეთსა და არც დასავლეთთან.

pol-1-4

3. აზერბაიჯანის საპასუხო რეაქციას არ დაუგვიანია - 2015 წლის 1 მარტიდან „Socar Georgia Gas” - ბუნებრივი გაზის ჩვენმა ერთადერთმა მომწოდებელმა - საქართველოში გაზზე ახალი ტარიფი შემოიღო - ჯერ მხოლოდ იურიდიული პირებისათვის - 1 კუბ/მ-ზე 90 თეთრი (დაახლოებით 40 ცენტი). „ჩვენ მივმართავთ აზერბაიჯანის მხარეს თხოვნით, გადაავადოს ეს პროცესი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2015 წლის 5 თებერვალს და მოუწოდა ვიცე-პრემიერებს, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად, უმოკლეს ხანში გადაჭრას ეს პრობლემა „„SOCAR“-თან კომუნიკაციაში““. ხომ ყველასთვის ნათელია, რომ გაზზე ფასის ნებისმიერი მატება უცილობლად გამოიწვევს სამომხმარებლო კალათის გაძვირებას, რამაც შეიძლება ხალხის მოთმინების ფიალა აავსოს...

რით დასრულდება „„SOCAR“-თან კომუნიკაცია““ და რისთვის ჩამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი - საეჭვოა, ფართო საზოგადოებას ამცნონ, თუმცა, ჩვენ ამას ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში ტრენდისთვის თვალყურის დევნებით შევიტყობთ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: ИА REX
2015 წლის 23 თებერვალი
საქართველო, თბილისი