უცხოეთი
სახალხო მოლაშქრეებმა დებალცევოზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადეს
1-debalc-zar-3საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ დებალცევო სახალხო მოლაშქრეების სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება. „დებალცევო დნრ-ის სრული კონტროლის ქვეშაა, დაქსაქსული ჯგუფები ჯერ კიდევ მოქმედებენ ქალაქის სამხრეთ ნაწილში, თუმცა მათი ნეიტრალიზებაც მალე დასრულდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის კორპუსის მეთაურმა ედუარდ ბასურინმა. მან დასძინა, რომ ახლახან მიღებული ინფორმაციით, კიდევ 30 უკრაინელი სამხედრო ტყვედ იქნა აყვანილი.