უცხოეთი
მერკელი: „ევროპული მსოფლიო წესრიგის დამყარება რუსეთთან ერთად გვსურს!“
1-merk-zar-2საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. გერმანია, საფრანგეთი და ევროპა ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ რფ მათ პარტნიორად დარჩეს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. „გერმანიის მთავრობა, ევროპის მთავრობა, გერმანია და საფრანგეთი ერთობლივად არ შეწყვეტენ ძალისხმევას, იღონონ ყველაფერი იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი გზით განვითარება, შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა, ასევე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გვქონდეს საფუძველი ვიმეოროთ: გვსურს, რომ რუსეთი ჩვენი პარტნიორი იყოს, ამის გაკეთება რუსეთთან ერთად გვინდა და არა მის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა მერკელმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.