სამართალი
ყატარში დაკავებული ქართველები გაათავისუფლეს

katariყატარში საქართველოს ელჩის - ეკატერინე მაიერინგ-მიქაძის განცხადებით, გათავისუფლებულთა დეპორტაცია სამშობლოში 3 დეკემბერს მოხდება. მისივე განმარტებით, დაკავებულები დოჰაში არალეგალურად იმყოფებოდნენ. რაც შეეხება მეოთხე ქართველს - ნესტორ უგულავას, ის ყატარში რჩება, რადგან მას ქვეყანაში ყოფნის უფლების დამადასტურებელი საბუთი აქვს. აღსანიშნავია, რომ ეკატერინე მიქაძის განმარტებით, უგულავამ ყატარელი ბიზნესმენის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თავის მხრივ, ყატარელმა ბიზნესმენმაც შეიტანა სასამართლოში საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სარჩელი. ის ყატარში მყოფ ქართველს თანხმების არამიზნობრივად ხარჯვას ედავება. შეგახსენებთ, რომ ყატარელმა ბიზნესმენმა საქართველოს მოქალაქეებს საკონტაქტო პირობები არ შეუსრულა. სანაცვლოდ თანხები მათგან მოითხოვა. ზოგიერთი მათგანი იძულებული გახადა, ქართველებისთვის გაურკვეველ საბუთებზე მოეწერათ ხელი, სამი მათგანი კი დააჭერინა.