პუბლიკაციები
აშშ ვერასოდეს მოახერხებს რუსეთისათვის „ფერადი რევოლუციის“ თავსმოხვევას, როგორც ეს არასასურველ რეჟიმებთან დაკავშირებით მოხდა სხვა ქვეყნებში, ირწმუნება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვლაჰოსი თავის სტატიაში The Globalist-თვის

1-global-zar-1-anსაქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „ამერიკული დემოკრატიული ფასეულობების“ თავსმოხვევაში საკვანძო როლს თამაშობს „კანონის უზენაესობა“. „ფერადი რევოლუციების“ რეალური მიზანი, ამ საუკუნის დასაწყისის სახელმწიფო გადატრიალებებით თუ ვიმსჯელებთ, ესაა ამერიკულ ელექტორატში სასიამოვნო გრძნობების გამოწვევა და თვინიერი რეჟიმების წინ წამოწევა. საუბრები დემოკრატიაზე მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიღწევის საშუალებაა. რუსი საზოგადოებისათვის ამის თავსმოხვევა უკიდურესად სარისკოა, - აღნიშნავს პროფესორი.

ის, თუ როგორ ეპყრობოდა აშშ რუსეთს ცივი ომის შემდეგ - ისტორიული შეცდომაა, - წერს ვლაჰოსი და აღნიშნავს, რომ რფ ის ქვეყანა არ არის, რომელიც შეიძლება აშშ-ს დაემორჩილოს.

რუსეთი, პუტინი, ეს ერთი და იგივეა - არასოდეს დანებდებიან. თუნდაც ამერიკელები მათ წინდაწინ მარცხს უწინასწარმეტყველებდნენ და იჟინებდნენ, რომ აყვავებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა აშშ-ის მიმართ მორჩილების საჯარო გამოხატვა იყოს“, - წერს ექსპერტი.