პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც დაიწყო 2008 წლის აგვისტომდე და დღემდე არ დასრულებულა, გათავისუფლდება დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან“

1-k2-sazog-1საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა სამშენებლო სექტორზე.

საბანკო დაკრედიტების გამკაცრებამ და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ, სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო დარგს. შედეგად კი, კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაუგროვდათ, რაც მათ მძიმე ტვირთად აწვება და ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას“,–აღნიშნა პრემიერმა, რომლის თქმითაც მთავრობის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის შემდგომ განვითარებას. „გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის. კერძოდ, ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5 %-ით, ნაცვლად 20 %-ისა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.