პუბლიკაციები
„სტანდარტები“ - დავით კარტოზია (აშშ)
1-standarts-ana-5-GEOსაქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. კარგი მთქმელი ნაღდს ამბობს და არა იმ კარგს, რისი მოსმენაც მსმენელს ახარებს, ანუ რისი მოსმენაც უნდა მთელი სულითა და გულით. კარგი მთქმელი ჭკვიანია. სათქმელს ზოგჯერ პირდაპირ ამბობს, ზოგჯერ კი შეფარულად და ნათქვამის არსის შეცნობა მსმენელის გამჭრიახობაზეა დამოკიდებული. პოლიტიკა კარგმა მთქმელმა და კარგმა გამგონემ უნდა აკეთოს. წინააღმდეგ შემთხვაში კრახი, კატასტროფა გარანტირებულია... ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, კრახი და კატასტროფაა. ამ სამარცხვინო მდგომარეობის აფიშირებას ვერავინ ბედავს. ვერ, "მოყვარ-მოძულე" დასავლეთი. არ, "მოძულ-მოყვარე" ჩრდილოეთი და რაც მთავარია, ამაზე ხმას არ იღებს ჩვენი "ყვარყვარე" მთავრობა, არავინ. საერთოდ პოლიტიკის(საშინაო-საგარეო) და პოლიტიკოსების არ არსებობამ თავი ხრამში(უარესშიც) ამოგვაყოფინა. ბევრი იტყვის, არც მასეა საქმეო. ასეა, ბატონებო ასე და უარესადაც...
"ამერიკა გვპატრონობს" ერთი შეხედვით. ჯერ ამ დიდ მეგობარზე მოგახსენებთ: 
1) უფროსი ძმა, რომელსაც ჩვენთვის კარგი უნდა და ჩვენზე ამოსდის მზე და მთვარე, ჩვენთვის საძულველ მტერს და ქვეყნის მოღალატე ნაც. მოძრაობას უკრაინის ფაქტიურ მმართველად ნიშნავს. მოძმე ერს მტრად გვკიდებს. რას ნიშნავს ეს? 

2) ნატო გარკვევით ამბობს, ვერ(არ!) მიგიღებთო.
3) აგვისტოს კონფლიქტში არ ჩაერია.
რას ნიშნავს ეს? პასუხი თქვენთვის მომინდია. 
რუსეთი:
1) პუტინი დიალოგისთვის გვეპატიჟება.

2) ყირიმს და აღმოსავლეთ უკრაინას აფხაზეთის სცენარით აძლევს "თავისუფალი არჩევანის შანსს" და იერთებს.
3) აფხაზეთთან საზღვრებს აუქმებს.
ჩვენ:
1) საგარეო პოლიტიკა ამოვშანთეთ, გავაქრეთ. საელჩოები სააკაშვილის ოფისებად გადავაქციეთ. შიდა და გარე სამყაროსთან კოორდინაცია დავკარგეთ.

2) პოტენციურ მეგობრებთან ურთიერთობა გავყინეთ და ტაკიმასხარაობად გადავაქციეთ.
3) ეგრეთ წოდებულ მტერთან დიალოგი არ დავიწყეთ და სიტუაცია უფრო გავამწვავეთ.
4) ნატოს ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება დავიწყეთ და "ესკალაციის საშიშროება" კატასტროფად გადავაქციეთ. მტერი ვაიძულეთ გააქტიურებულიყო! ვაიძულეთ!!! 
5) კოალიცია მტრებით შევაკოწიწეთ. (ღალატის მტკიცებულებები, ფაქტები უამრავი)
6) პარლამენტი უმეცრების და მტრების თანაცხოვრების ექსპერიმენტულ ლაბორატორიად ვაქციეთ.
7) მინისტრთა კაბინეტი არაკომპენტური და ხელმრუდი კადრებით დავაკომპლექტეთ.
8) საკადრო პოლიტიკა იმდენად უგვანოა, რამდენადაც კოალიციის შემადგენელი ბირთვი, რომელიც ამ პოლიტიკას ლობირებს და თავიანთი კადრებით ააყროლა ქვეყანა.
ყოველივე ამის შედი სახეზეა...
დავფიქრდეთ, რას გვეუბნება კარგი მთქმელი ამერიკა. რაზე დუმს რუსეთი...
იქნებ დადგა ჩვენი დრო?! ერთ დიდ ძმას პასუხი მოვთხოვოთ "პოლიტიკურად", მეორეს გავცეთ "პოლიტიკური" პასუხი, ჩვენი "ძმაკაცურ-ნათესაური" მთავრობა ღობის იქით გადავრეკოთ და ხრამიდან როგორმე ამოვბობღდეთ.
ამერიკას: 
ჩემი მტერი თუ შენთვის საამაყო მოძმეა, შენ ჩემი მტერი ხარ უეჭველი! ან მე, ან ის!

არც ბაზები და არც სალამი!!! უპირობო ულტიმატუმი.
რუსეთს: 
თუ "ზედა" საზღვრის დაბრუნება და "ქვედას" გაუქმება შეგიძლია. თუ სხვა "დიდ ძმებთან" ურთიერთობის დაბალანსებაში მომეხმარები... კარგად დავფიქრდები...

ისინი კარგი მთქმელებიც არიან და კარგი გამგონეებიც. კარგად თუ ვიტყვით, ძალიან კარგად გავიგებს ყველა. 
კარგის მთქმელი გვჭირდება, სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ "ქართული" სანთლით. ანთებულით!!! გამგონეების რიგი დადგება, რიგი...
სხვა დროა. გუშინ ორმაგი სტანდარტი გვიკვირდა, დღეს სამ და ოთხმაგი გახდა ჩვეული.
სტანდარტი უცხოური სიტყვაა და... კარგი გამგონე უნდა...