სამართალი
გოგაძე: „გვაქვს "საშინაო დავალებები" - სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიცია“

1-GogaZe-samart-2საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით განცხადება მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ გააკეთა:

ძალაში რჩება ის, რომ ეს ხალხი, ვინც არის ძებნილი და ვისაც, ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, აქვს დანაშაული ჩადენილი, წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ არ შევწყვეტთ ამ მიმართულებით მუშაობას, არათუ უკრაინასთან, არამდე სხვა ქვეყნებთანაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ერთ დღეში არ მთავრდება ეს პროცედურა. გვაქვს საშინაო დავალებები მომზადებული და ამ კუთხით, რა თქმა უნდა ვმუშაობთ", - განაცხადა გოგაძემ ჟურნალისტებთან.