სამართალი
პროკურატურის ორგანიზებით, ექსტრადიციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თემაზე სემინარი გაიმართა

1-seminar-samart-1საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ევროკომისიის მხარდაჭერით, სასტუმრო “რედისონში” თემაზე -„ექსტრადიცია და საერთაშორისო თანამშრომლობა,  დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევასთან და დაბრუნებასთან დაკავშირებით“ 2-დღიანი სემინარი მიმდინარეობს. ღონისძიებაში  მონაწილეობენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები - ირაკლი შოთაძე, გიორგი გოგაძე, გიორგი გაბიტაშვილი. ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი შტეფან შთორქი, მონაკოს სამთავროს გენერალური პროკურორი ჟან პიერ დრენო და პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, თურქეთის, ისრაელის და  უკრაინის  ძალოვანი უწყებების  წარმომადგენლები.

სემინარი მოიცავს შემდეგ საკითხებს: Eurojust-ისა და მესამე ქვეყნების თანამშრომლობა, შესაძლებლობები და ფარგლები; ორმაგი დასჯადობის წესის გამოყენების შეზღუდვა და მის გამოყენებაზე უარი; ექსტრადიცია, თავშესაფარი და ძებნილი პირის უკან დაბრუნების აკრძალვის ვალდებულება.