ავღანეთში 51-ე ბატალიონის ამერიკული მეთაურობა შეიცვალა
საქართველო, 20 თებერვალი,
საქინფორმი. ავღანეთში,
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების
V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ტაქტიკური დაჯგუფება
„სოლიდის“ დაქვემდებარებაში გადადის.
აშშ-ის არმიის მეორე დივიზიის, მესამე კავალერიული პოლკის ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერის“ ნაცვლად ბაზა ბაგრამის მიმდებარე ოპერაციის ზონის მართვასა და კონტროლზე პასუხისმგებლობა 21-ე საინჟინრო ბატალიონის ტაქტიკურმა დაჯგუფება „სოლიდმა“ სრულად გადაიბარა. ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მაიკლ ჯეიმსი ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარი მილერმა ჩაანაცვლა.