საზოგადოება
დღეს, 1-ელ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

aids-ribbonშიდსის დღის აღნიშვნა შიდსის პანდემის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შიდსმა მსოფლიოში 2007 წლისთვის 25 მილიონი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსმატარებელია, რაც მას ყველაზე დესტრუქციულ ეპიდემიად აქცევს ისტორიაში. საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 2645 შემთხვევაა რეგისტრირებული. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განმარტავენ, რომ ბოლო მონაცემებით, 2645 შემთხვევიდან შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა შორის 1949 მამაკაცია, 696 - ქალი. პაციენტთა უმეტესობა 29-35 წლისაა. მათ შორის შიდსი 1408 პაციენტს განუვითარდა, 562 გარდაიცვალა. 784 პაციენტი მკურნალობას იტარებს. საქართველოში აივ-ინფექცია 64 ბავშვს აღმოაჩნდა, მათ შორის 38 ვაჟია და 26 გოგონა, 18 გარდაიცვალა. ინფექციური პათოლოგიის ცენტრში აცხადებენ, რომ ოფიციალური რაოდენობა მინიმალურია, რეალურად კი საქართველოში შიდსით გაცილებით მეტი ადამიანია დაავადებული.