პუბლიკაციები
უკრაინაში სააკაშვილის ჯაშუშომანია დაიწყო - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოააშკარავა ჯაშუშური ქსელი „ბაბა ლენას“ მეთაურობით...

1-baba-sazog-3-analit-4საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს „აქტიურ ბრძოლას დივერსანტებთან“, „ჯაშუშებთან“ და „ხალხის მტრებთან“. ამჯერად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ უწყების თანამშრომლებმა გამოააშკარავეს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯაშუშთა ქსელი“. ცნობაში ნათქვამია, რომ „ჯაშუშები აგროვებდნენ ინფორმაციას „ბოევიკებისათვის“ იმ მიზნით, რომ მათ ჰქონდეთ იერიშის მიტანის საშუალება მარიუპოლის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე.

უკრაინის შეიარღებული ძალების საიტი გვამცნობს, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯაშუშური ქსელის მთავარი მოქმედი პირია ვინმე „ბებია ლენა“, რომელიც თითქოსდა მთელი ჯაშუშური მუშაობის კოორდინირებას ახდენდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობიდან: „ბებია ლენა“ ახდენდა მარიუპოლელი ინფორმატორების მუშაობის  კოორდინირებას დონეცკიდან. ის ცინიკურად იყენებდა მოზარდს უკრაინის ჯარების განლაგების შესახებ ინფორმაციის მისაღებად“. უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „ჯაშუშური ქსელის“ წარმომადგენლები, რომლებიც ტერორისტული ჯგუფის შექმნაში არიან ეჭვმიტანილი, დაკავებული არიან.