საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. სიმსივნის ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორი იგორ შჩეპოტინი სამუშაოს ჩამოაშორეს: ოპერაციის მიმდინარეობისას, სკალპელით ხელში გარეთ გააგდეს, ვითომდა იმიტომ, რომ პროფესორს კონტრაქტი დაუმთავრდა (იხ. ვიდეო აქ).
მკითხველს შევახსენებთ, რომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილის კადრი - საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, მეთოდისტების რელიგიური სექტის ყოფილი ხელმძღვანელი, იეზუიტთა ორდენის კავალერი ალექსანდრე კვიტაშვილია.
პროფესორის სამსახურიდან გათავისუფლების მოწმე შეიქნენ პაციენტის ნათესავები, რომელიც ქირურგის საოპერაციო მაგიდაზე იმყოფებოდა. მათი თქმით, როგორც კი ოპერაციისთვის ყველაფერი მომზადდა, ექიმს თავისი სამუშაოს შესრულება უნდა დაეწყო. ამ დროს საოპერაციოში შეიჭრნენ და პროფესორს აცნობეს, რომ ის გათავისუფლებულია და საოპერაციო უნდა დატოვოს.
გათავისუფლება მიმდინარეობდა ტელეკამერის ფონზე (სააკაშვილის ჩვეული პრაქტიკა მისი პრეზიდენტობისას, როცა ე. წ. ტელედაჭერები, როგორც ამ სპეცოპერაციებს საქართველოში უწოდეს, სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელეკამერების თანხლებით ხორციელდებოდა).
ჰოდა, უკრაინელებო - სააკაშვილი გინდოდათ და მიიღეთ კიდეც! არადა, თქვენ საქინფორმი გაფრთხილებდათ... თუმცა, ჯერ სადა ხართ!