საზოგადოება
ალასანია: „ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ“
1-baron-sazog-2საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა ირაკლი ალასანია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" გაკეთებულ განცხადებას. კითხვაზე - შეხვდა თუ არა ალასანია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას და მართავს თუ არა კონსულტაციებს "ნაციონალურ მოძრაობასთან", "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი პოლიტიკური კონსულტაციები არ არსებობს. „ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. ირაკლი ალასანიამ შეაჩერა ჩვენ მიერ დაწყებული სამხედრო წარმოება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“განაცხადა.