პოლიტიკა
უკრაინას უარი არ უთქვამს სააკაშვილის ექსტრადიციაზე! მოთხოვნა განხილვის სტადიაშია...

1-ne-polit-2-anal-2საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარყო ინფორმაცია საქართველოსთვის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე. ამის შესახებ პორტალი Ukranews იუწყება.

მოთხოვნა განხილვის სტადიაშია. მიმდინარეობს ექსტრადიციული შემოწმება. ჩვენ უარი არ გვითქვამს გადაცემის მოთხოვნაზე და არც დაგვიკმაყოფილებია იგი“, - აღნიშნა უკრაინის გენპროკურორის მოადგილე ვიტალი კასკომ, რომელმაც განაცხადა, რომ პასუხი ქართული მხარისთვის ზემოხსენებული შემოწმების შედეგზე იქნება დამოუკიდებული.