პუბლიკაციები
სენატორი მაკკეინი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, აშშ-ის სენატორი ტერნერისა და ევროპარლამენტის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე ბროკთან ერთად, ინტერპოლს მოუწოდებს, არ გამოაცხადოს სააკაშვილი ძებნაში!

1-mak-zar-3-anსაქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა მიმართა ინტერპოლს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის თაობაზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნაში გამოცხადებასთან დაკავშირებით. მაკკეინის მიმართვა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ოთარ კახიძემ გამოაქვეყნა.

„მე შეშფოთებული ვარ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მოთხოვნით, ჩართონ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში. როგორც თქვენთვის ცნობილია, ინტერპოლის იმიჯს ზიანი მიადგება, თუკი ის ბოროტად იქნება გამოიყენებული ისეთ საქმეებში, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით მსგავს ქმედებებს არ მოითხოვს.

ჩვენ ველით კანონიერი პროცედურების ჩატარებას უმაღლესი სტანდარტით ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. თუმცა, არსებობს ბრალდებები, რომლებსაც შეიძლება ვენდოთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეში არ განხორციელებულა სწორი საგამოძიებო პროცედურები. ამის შესახებ საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ეუთოს ჩათვლით.

ასევე შემაშფოთებელია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. ეუთოსა და ODHIR-ის ანგარიშები ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა და ათობით ყოფილი მაღალჩინოსნის სასამართლო პროცესები გარკვეულ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

ინტერპოლის წესდების მესამე მუხლი კრძალავს პოლიტიკური ხასიათის საქმეების დაწყებას. კანონიერი პროცედურების ჩატარებამდე და ბრალდებების პოლიტიკური ხასიათის შესახებ შეშფოთების არსებობამდე, მოგიწოდებთ, გადახედოთ საქართველოს მოთხოვნებს, სანამ მიხეილ სააკაშვილის დაკავების საერთაშორისო ორდერს მოამზადებდეთ“, - წერს მაკკეინი.