პუბლიკაციები
სენატორმა ჰილარი კლინტონმა აღიარა, რომ ამერიკა აფინანსებდა „ალ-ქაიდას“ საბჭოეთი-ავღანეთის ომიდან მოყოლებული! ჯონ ქერი ინარჩუნებს კავშირს „ალ-ქაიდასთან“, რომლის დაფინანსებაც გრძელდება...
1-hilari-zar-2-anსაქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ამასთან ჰილარი კლინტონს კრინტი არ დაუძრავს იმის შესახებ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-მა შეწყვიტა ამ დაჯგუფების მხარდაჭერა და დაფინანასება და მეტად აღარ იყენებს სუვერენულ სახელმწიფოებში ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ამერიკელი პოლიტიკოსის გულახდილობის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში მოხვდა და რეზონანსი გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ ანტიტერორისტულმა კოალიციამ აშშ-ით სათავეში თავის სამიზნედ გამოაცხადა „ისლამური სახელმწიფო“, მაგრამ „ალ-ქაიდა“ არ მოხსენიებულა. პირიქით, არსებობს ინფორმაცია, რომ წინა წლებში გაწვრთნილ ბოევიკ-ტერორისტებს ქვეითებად იყენებენ. სახელმწიფო დეპარტამენტში კლინტონის მემკვიდრე ჯონ ქერი კავშირს ინარჩუნებს „ალ-ქაიდასთან“, რომლის დაფინანსებაც გრძელდება. ამასთან, ის კავშირშია ისლამისტების მიერ ჩადენილ მკვლელობებთან, რაც აშშ-ის ანტიტერორისტული კანონმდებლობის აშკარა დარღვევაა.