უცხოეთი
სააკაშვილს წამოცდა, რომ უკრაინაში ბირთვულ პროვოკაციას ამზადებს!

1-miSa-zar-1-anსაქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა, პროგრამა „შუსტერ-LIVE“-ის პირდაპირ ეთერში აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული ომის გასაჩაღებლად კიევის მომავალი ბირთვული პროვოკაციის შესახებ წამოცდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო არ უნდა წამოეგოს რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ბირთვულ შანტაჟს, ვინაიდან შანსი იმისა, რომ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს,  უაღესად მცირეა. ამიტომ ბირთვული პროვოკაცია უკრაინამ უნდა განახორციელოს.

რაც შეეხება ბირთვულ შანტაჟს: უნდა გვესმოდეს, რომ დღეს აშშ-ისა და რუსეთის ბირთვული პოტენციალი აბსოლუტურად შეუსაბამოა. ამერიკელებს შეუძლიათ 40 წუთის განმავლობაში გაანადგურონ რუსეთის მთელი ბირთვული პოტენციალი. და მეორე მომენტი: აშშ-ის დოქტრინაში მკაფიოდ წერია, რომ იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იყენებს ბირთვულ იარაღს, აშშ-მა უნდა უპასუხოს, ვინაიდან ეს მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მუქარას წარმოადგენს. ასე არაა, ვიღაც რომ ფიქრობს, რომ აი ჩვენ ავაფეთქებთ პატარა ტაქტიკურ ჭურვს სადღაც მარიუპოლთან და არავინ არაფერს მოიმოქმედებს. საპასუხო დარტყმა გაწერილია აშშ-ის დოქტრინაში. რა თქმა უნდა, პუტინს შეუძლია დაშანტაჟება, მაგრამ თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, 40 წუთის განმავლობაში მათ არც ერთი ბირთვული ქობინი, არც ქვეყანა არ დარჩებათ და თავად პუტინიც,  სავარაუდოდ, ცოცხალი ვერ გადარჩება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ანუ სააკაშვილს წამოცდა, რომ თუ კიევი რაიმე სახით მარიუპოლთან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ ბირთვულ შეტევას განახორციელებს რუსეთზე.

სააკაშვილის ავანტიურისტული ხასიათის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს სცენარი არც ისე ფანტასტიკურია.