სერგო რატიანი: „გვენეტაძე არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ როცა სასამართლოში იყო ქრთამი"
საქართველო, 18 თებერვალი,
საქინფორმი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე
ნინო გვენეტაძის დასახელებას
"ნაციონალური მოძრაობა" ეხმაურება.
„ამ კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული 3 კრიტერიუმი: არ უნდა ყოფილიყო არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული, უნდა ჰქონოდა უზადო რეპუტაცია და უნდა ჰქონოდა კომპეტენცია, რომელიც დასტურდებოდა საერთაშორისო ინსტიტუტებით. არც ერთ კრიტერიუმს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა არ აკმაყოფილებს, რადგან ის არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ როცა სასამართლოში იყო ქრთამი. მეორე, ის არის აფილირებული "რესპუბლიკურ პარტიასთან" და კენჭსაც იყრიდა არჩევნებში. ასევე, მისი კომპენტენციაც არ არის დადასტურებული საერთაშორის ინსტიტუტებით", - განაცხადა სერგო რატიანმა. დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.